Friday, January 17, 2014

2013 სასწავლო წლიდან გორის N7 საჯარო სკოლაში კვლავ ამოქმედდა მაძიებლობის პროგრამა.
მენტორობის პროგრამა რეფორმის ის ნაწილია, რომელმაც წარმატები გაუძლო გამოცდას და სასკოლო ცხოვრებისა და მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთ  საშუალებად იქცა.  მიხარია, რომ მე მომიწია პილოტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და 2013/2014 სასწავლო წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა ამ პროექტში და დღეს ვმუშაობ სამ მაძიებელთან: მარიამ შატაკიშვილთან, თეონა ქაჯაიასა და თამარ დემურიშვილთან. მათ დიდი სიხარულით ელიან საკლასო ოთახში მოსწავლეები და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ზრუნავს ამ პროექტის წარმატებაზე, ხალისით უზიარებენ გამოცდილებას.
მასწავლებელთა სახლის ტრენერი ქალბატონი ქეთევან ცერაძე კი ისტის საწყისი უნარ ჩვევებზე ამახვილებს ყურადღებას და  საინტერესო კონსულტაციით  ეხმარება  მომავალ პედაგოგებს.

იმედია, ეს პროექტი გახდება საფუძველი მათი შემდგომი კარიერული ზრდისა განათლების კუთხით.